მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ნეკრესის მამული“ წარმადობის ზრდას არ გეგმავს - მიზეზები

NEKRESI ESTATE

კახეთში მდებარე მეღვინეობა „ნეკრესის მამული“ ღვინის წარმადობის ზრდაზე უარს ამბობს და სტრატეგიულ ფოკუსს სტუმარმასპინძლობის მიმართულებით აძლიერებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, ოთარ ტაბატაძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, წარმოების გაზრდა მათთვის ამ ეტაპზე გაუმართლებელ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წარმადობა აღარ გავზარდოთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი ხარჯი, რადგან საკმაოდ დიდი ბიუჯეტია საჭირო საექსპორტო მარკეტინგისთვის, განსაკუთრებით, მსოფლიო ექსპოებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც მინიმუმ 5-6 გამოფენაა, პლუს საჭიროა საწყობები, ლოგისტიკა და სხვა თანხები“, - აღნიშნა ტაბატაძემ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ, კომპანია გეგმავს, რომ აქცენტი სტუმარმასპინძლობის განვითარებაზე გააკეთოს.

ინფორმაციისთვის, “ნეკრესის მამული” წელიწადში 50 000 ბოთლ ღვინოს ასხამს, რომელშიც როგორც ჩვეულებრივი ღვინო, ამასთან ცქრიალა ღვინო და ცოტაოდენი დისტილირებული პროდუქტებიც შედის. კახეთში მდებარე მამული მეღვინეობას, სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები