მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნენა" ბოსტნეულის კონსერვების წარმოებასაც გეგმავს

5e3443e5bebc1
თამთა ჯიჯავაძე
28.01.20 22:15
2033
ჯემების და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ნენა“ ბოსტნეულის კონსერვების წარმოებასაც აპირებს. ამის შესახებ bm.ge-ის კომპანიაში განუცხადეს. როგორც „ნენას“ წარმომადგენლები აცხადებენ, იგეგმება წარმოების გაზრდა და ახალი ხაზის დამატებაც ბოსტნეულის კონსერვების სახით.

როგორც კომპანიაში ამბობენ, 2019 წელს გაიზარდა გაყიდვები ქართულ ბაზარზე, ასევე ექსპორტირებული პროდუქციის რაოდენობაც.

„ექსპორტის ზრდამ 2019 წელს 155% შეადგინა, ეს მაჩვენებელი 2018 წელს 31% იყო. ასევე, გაფართოვდა „ნენას“ საკონსერვო პროდუქციის საექსპორტო ბაზრებიც. 2019 წელს „ნენას“ პროდუქცია აშშ-ის, არაბთა გაერთიანებული ემირატების, კანადისა და ლატვიის ბაზრებზეც გავიდა. “ნენას“ პროდუქციის ექსპორტი ამჟამად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: ისრაელი, აშშ, კანადა, გაერთიანებული ემირატები, ლატვია. ჩვენი მიზანია ბრენდის ცნობადობის ამაღლება და ექსპორტის გაფართოება მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, - განაცხადეს კომპანიაში.

„ნენა“ არის KTW ჯგუფის შვილობილი კომპანია, რომელიც სასურსათო პროდუქციას აწარმოებს. მათ შორის საწებლებს, კომპოტებს, ჯემებს, მურაბებს, ნექტარს, ასევე თაფლსა და თხილეულის მიქსებს. კომპანიას ორი საწარმო აქვს - ქედასა და ჩოხატაურში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები