მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენას" ბრენდის ქვეშ სურამის გირჩის და ფორთოხლის მურაბები გაიყიდება

5ab691b8a5197
მაია ბიწაძე
25.03.18 10:00
1771
მალე ბაზარზე "ნენას" ბრენდით ორი ახალი პროდუქტი: სურამის გირჩისა და ფორთოხლის მურაბები გამოჩნდება. ამის შესახებ Bm.ge-ს შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა - აგრო ჩოხატაურის“ პროექტების მენეჯერმა გია სალუქვაძემ განუცხადა.

"წელს ჩვენ დავამზადეთ ახალი პროდუქტი, რომელიც ჯერ არცერთ საწარმოს არ გამოუშვია, ეს არის ფორთოხლის მურაბა, რომელიც საცალო ქსელში უახლოეს დღეებში გამოჩნდება. ჩვენი პროდუქცია ყველგან იყიდება, თბილისში და რეგიონებში მსხვილ სავაჭრო ობიექტებში, რომელსაც ჩვენივე სადისტრიბუციო ქსელი ამარაგებს.

უახლოეს პერიოდში ასევე დავიწყებთ გირჩის მურაბის წარმოებას, 22 აპრილიდან იკრიფება გირჩი , თუმცა ამინდებიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო ადრეც დავიწყოთ ამის დამზადება. დაახლოვებით 20-დან 50 ათას ქილამდე მურაბის წარმოებას ვგეგმავთ. მურაბები 310 გრამიანი შეფუთვით გამოვა და დახლზე სავარაუდოდ 2,50-2,70 ლარი ეღირება“ - განაცხადა გია სალუქვაძემ.

კომპანია მურაბებს ჩოხატაურსა და ქედაში მდებარე საწარმოებში ამზადებს, რომელიც 2015 წელს ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები