მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნენსი პელოსი პოლიტიკიდან მიდის

ამერიკის კონგრესი
BM. GE
07.11.25 20:20
343

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი, ნენსი პელოსი 2026 წელს დაგეგმილ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. აღნიშნული განცხადება მან საკუთარ ამომრჩეველთან ვიდეო-ზარისას გააჟღერა და დასძინა, რომ ვადის ამოწურვის შემდგომ პენსიაზე გავა.

85 წლის კალიფორნიელი დემოკრატი დღემდე რჩება ერთადერთ ქალ სპიკერად აშშ-ის კონგრესის ისტორიაში. მისი პოლიტიკური კარიერა 40 წელზე მეტს ითვლის. იგი თანამედროვე ამერიკული პოლიტიკაში ერთ-ერთ გამორჩეულ საზოგადო მოღვაწედ მიიჩნევა. მისი ხელმძღვანელობით მიღწეულ შედეგებს შორისაა: კონგრესის მიერ მიღებული ინფლაციის შემცირების განკარგულება, ასევე ხელმისაწვდომი მზრუნველობის აქტი. ნენსი პელოსიმ განსაკუთრებული პოპულარობა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტთან მწვავე დაპირისპირებით მოიპოვა. იგი დაკავებულ თანამდებობას ვადის ამოწურვის შემდგომ დატოვებს. 2027 წლის იანვრიდან კი პენსიაზე გავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები