მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5cfa6ff7c7dd3
BM.GE
07.06.19 17:47
649
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია, სს „ნენსკრა ჰიდრო" მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მომხდარ ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად მიმდინარე წლის 7 ივნისს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მდინარე ნენსკრას შენაკადი - დევრულა ადიდდა. შედეგად დაზიანდა მასზე გამავალი ხიდი, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. თუმცა ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია. სოფელ ქვემო მარღში კი, მდინარე მარღულაზე გამავალ ხიდზე უსაფრთხოების მიზნით მოძრაობა შეიზღუდა.

"ამ დროისთვის სს „ნენსკრა ჰიდროს" თანამშრომლებს უწყვეტი კომუნიკაცია აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინონ. ვითარების გასაცნობად ადგილზე გაემგზავრა სს „ნენსკრა ჰიდროს" ხელმძღვანელობაც სრული შემადგენლობით. ამასთანავე, მობილიზებულია სს „ნენსკრა ჰიდროს" სუბკონტრაქტორი კომპანიის - „ქართული სამშენებლო კონსორციუმის" მძიმე ტექნიკა",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები