მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდრო" ჭუბერში საგანგებო რეჟიმში მუშაობს

5b41c0c29bc50
BM.GE
08.07.18 11:42
814
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელი კომპანია სს „ნენსკრა ჰიდრო“ სტიქიით დაზარალებულ სოფელ ჭუბერში საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

გუშინ კომპანიის ხელმძღვანელობამ ადგილზე საგანგებო შტაბის წევრებთან შეხვედრა გამართა. კომპანია გადაუდებელი ღონისძიებების დაგეგმვასა და სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზიანის შეფასებაზე მუშაობს.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ. ჩვენი კომპანიის სუბკონტრაქტორმა - „ქართულმა სამშენებლო კონსორციუმმა“ მძიმე ტექნიკის მობილიზება მოახდინა. ამასთანავე, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით შევიძინეთ პირველადი საჭიროების პროდუქტები და მედიკამენტები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს გადაეცემათ“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციების მართვის დირექტორმა თეიმურაზ კოპაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები