ნენსკრა ჰიდრომ ჭუბერსა და ნაკრას ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა კი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბიზნესის განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება იყო. სს “ნენსკრა ჰიდრომ” საგანგებოდ საინვესტიციო პროექტი სახელწოდებთ “თემის განვითარების პროგრამა” შექმნა. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივებისთვის იმ პირობებისა და შესაძლებლობების შექმნას, რომელიც მათ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ.
როგორც ნენსკრა ჰიდროს წარმომადგენლები აცხადებენ, ეს აქტივობა პროექტის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს სოციალურ პასუხისმგებლობას პირდაპირ უკავშირდება.
აღსანიშნავია ის, რომ ამ პროცესში ნენსკრა ჰიდროსთან ერთად, მთავრობის, არასამთავრობო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო პროექტების წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულები.
“ შეხვედრის მიზანია რამდენიმე თემისთვის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პროექტების გაცნობა. მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა იმით, რომ ერთდროულად არის აქ სახელმწიფოს, კერძო სექტორის, დონორებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ წარმოდგენილი პროექტები და ერთობლოვად არის შეთავაზებული ის შესაძლებლობები, რომლებსაც სხვადასხვა პროგრამები იძლევა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.”-აცხადებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი.

























