მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრა ჰიდროსა" და ეკონომიკის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5c4feb4570886
BM.GE
29.01.19 09:56
732
ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის - კორეის წყლის რესურსების კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის ჰაკსუ ლის ვიზიტის ფარგლებში, სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ და სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სუნიანგ კიმმა მოაწერეს ხელი.

„მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და სამომავალო თანამშრომლობის საკითხები. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს პროექტის წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტი იქნება“, - აღნიშნა ჰაკსუ ლიმ.

კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water (“ქეი უოთერი“) სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული კომპანიაა, რომელიც 1967 წელს დაარსდა. მას 24 ქვეყანაში მაღალი სირთულის 67 პროექტი აქვს განხორციელებული. ამჟამად K-water მრავალი დანიშნულების მქონე 16 კაშხალს მართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები