მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრაჰესის პროექტი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში"

59c2777c48193
BM.GE
20.09.17 18:28
1122
"ნენსკრაჰესის პროექტი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში", - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილემ, ნათია თურნავამ გადაცემაში "საქმის კურსი" განაცხადა. მისი თქმით, ეს პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ კერძო ინვესტორს ეძლევა დროებით სარგებლობის უფლება და 35 წლის შემდეგ ჰესი საქართველოს მოსახლეობას უკან დაუბრუნდება.

"ნენსკრა ჰესი გახლავთ საქართველოს ენერგეტიკისთვის განსაკუთრებული რამოდენიმე ნიშნით. პირველი, რომ ეს არის უმსხვილესი პროექტი - ერთ მილიარდიანი და მეტიც და ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ცოტა გვაქვს.

მეორე მხრივ ნენსკრა ჰესი შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგოუსაფრთოხებაში. დღეს ჰიდრო ენერგია მიწოდებულია ერთი ჰესის მიერ. ეს არის ენგურჰესი, რომელიც მართალია ძალიან კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტირდება დროდადრო, მაგრამ წინა საუკუნის 80-იან წლებშია მაინც გაშვებული და მისი ნაწილი მდებარეობს ჩვენთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს გარკვეულ რისკებს ქმნის. სწორედ ისეთი პროექტები, როგორებიცაა ნენსკრა, ხუდონი, ნამახვანი, ონი, შეავსებს ამ რისკს. ეს არის პროექტები, რომელსაც აქვს მაღალი კაშხლები და დიდი რეზერვუარები. სწორედ ეს იყო მთავრობის დაკვეთა და ამ ფორმით ეს ყალიბდება", - ამბობს ნათია თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები