მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნენსკრას და ნაკრას ხეობაში 11 ხიდის და 40კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება"

5c25faaa23047
თათია ჩაფიჩაძე
28.12.18 14:24
653

„ქართული სამშენებლო კორსორციუმის“ დირექტორის მოადგილის ალექსანდრა ჩიქავას ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე ნენსკრას და ნაკრას ხეობაში 11 ხიდისა და 40 კმ გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდება. ამ დროისთვის სამი ხიდის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც ჩიქავამ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა პარალელურად კომპანია 5 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებული გზების აღდგენით სამუშაოებსაც ახორციელებს.

„ამჟამად ვახორციელებთ ჰესის წინამოსამზადებელ სამუშაოებს. ეს არის გზების და ხიდების მშენებლობა, ზოგადად ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც საშუალებას მისცემს ჰესის სამშენებლო მოედნებამდე სპეციალური მძიმე ტექნიკის გადაადგილებას და ნებისმიერი სახის მისაწვდომობას.

რაც შეეხება 5 ივლისის სტიქიის შედეგებს, ამ სამწუხარო ფაქტის გამო მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის თემში შემავალ სოფლებში მნიშვნელოვანად დაზიანდა გზები და ჩვენ იმთავითვე ჩავერთეთ აღდგენით და ნაპირსამაგრ სამუშაოებში. სამუშაოები ძალიან რთული იყო, ამჟამადაც გრძელდება და ეტაპობრივად ვასრულებთ დაზიანებული მონაკვეთების აღდგენას”,- აცხადებს ჩიქავა.

მისივე თქმით, გარდა კონტრაქტით გათვალისწინებული ძირითადი სამუშაოებისა, „ქართული სამშენებლო კორსორციუმი” მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს და მოვლა-შენახვის სამუშაოებს.

“2019 წლის ბოლომდე ჯამში დაგეგმილია 40კმ-მდე გზის მშენებლობა, რეაბილიტაცია, გამაგრება. გარდა გზებისა, მომავალი წლის ბოლომდე დაგეგმილია 11 ხიდის მშენებლობა ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში. მათ შორის სამი ხიდის სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. როგორც კი ამის საშუალებას კლიმატური პირობები მოგვცემს, სამუშაოებს დავიწყებთ. ასევე გეტყვით საოპერაციო სოფელზეც, რომელზეც ვმუშაობთ, ეს არის საცხოვრებელი უბანი საცხოვრებელი სახლებით, ასევე მოიცავს სასტუმროს და საოფისე-სასაწყობე ინფრასტრუქტურას. ეს იქნება უბანი სადაც უკვე ჰესის ოპერერებაში ჩართული ადამიანები იცხოვრებენ”, - განაცხადა ალექსანდრა ჩიქავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები