ძლიერმა წვიმამ ჩინეთსა და ნეპალს შორის მდებარე „მეგობრობის ხიდი“ დააზიანა და ჩამოშალა. ნეპალის ოფიციალური პირების განცხადებით, ხიდის დანგრევის შედეგად 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. დაკარგულებს შორის უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა, რომლებიც საკონტეინერო ტერმინალში მუშაობდნენ.
ადიდებულმა მდინარემ ასევე წაიღო ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის კონტეინერებიც. ხიდის დანგრევამ ნეპალსა და ჩინეთს შორის ვაჭრობის შეფერხებაც გამოიწვია. ნეპალის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებთან ერთად, გაუჩინარებულია სამი პოლიციელიც.




























