ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 157-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ნეპალის ეროვნული სეისმოლოგიური ცენტრის ცნობით, 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნეპალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, კარნალის პროვინციაში დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ რამიდანდაში იყო.
ოფიციალური პირები შიშობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.