მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ნეპოტიზმს და პოლარიზაციას უნდა დავუსვათ დიდი წერტილი" - გიორგი აგირბაია

წერტილი

“განვითარებისთვის გვჭირდება, ახალგაზრდებს რეალური პერსპექტივები დავანახოთ,“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ProActive Group Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აგირბაიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ნეპოტიზმსა და პოლარიზაციას წერტილი უნდა დაესვას.

"ნეპოტიზმი უნდა დასრულდეს, რათა მცოდნე, განათლებულ, პროფესიონალ ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ როდესაც რომელიმე მიმართულებით დასაქმებისთვის განაცხადს გააკეთებენ, ეს დაუფასდებათ.

ევროპაში იმიტომ არიან ბედნიერები, რომ მათი შრომა დაფასებულია, აქვთ შესაბამისი ანაზღაურება, სხვადასხვა პროგრამისა და პროექტების დახმარებით თვითრეალიზაცია შეუძლიათ. ამიტომაა, რომ, ბედნიერების ინდექსის თანახმად, 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყნიდან, 8 ევროკავშირის წევრია.

ნეპოტიზმსა და პოლარიზაციას უნდა დავუსვათ დიდი წერტილი. როგორც წესი, ახალგაზრდებს მრავალფეროვნება მოსწონთ და, თუ ერთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის ფლანგზე აღმოჩნდი, ეს ავტომატურად ნიშნავს შავი პროპაგანდის აგორებას და შენს გარიყვას - ამ კუთხით კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ“, - ამბობს გიორგი აგირბაია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები