მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნექსია თიეი-სა და "საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციას "შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5c5044fd6cb85
BM.GE
29.01.19 16:08
1330
28 იანვარს, ნექსია თიეი-მ და “საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნული ასოციაცია მიზნად ისახავს ნარჩენების გადამუშავების სფეროს განვითარების გზების განსაზღვრას, გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ნარჩენების დახარისხების ხელშეწყობას, დახარისხებული ნარჩენების გადამუშავებით ადგილობრივი ნაწარმისა და ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.

მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარემ პასუხისმგებლობა აიღო გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და ხელი შეუწყონ პროფესიულ თანამშრომლობაში.
„მოხარული ვართ, რომ გავაფორმეთ მემორანდუმი „საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან“. ეკოლოგიაზე ზრუნვა ჩვენს მოქალაქეობრივ ვალდებულებად მიგვაჩნია. ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ ნექსია თიეი აქტიურად ჩაერთვება ნებისმიერ პროექტში, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას დაისახავს მიზნად. ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ განსაკუთრებული პირობები ასოციაციის წევრ სხვა ორგანიზაციებს, რათა გამოვხატოთ თანადგომა ყველა იმ კომპანიისადმი, რომლებიც ნექსია თიეი-ს მსგავსად მზად არიან განახორციელონ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ეკოლოგიის დასაცავად და მის გასაუმჯობესებლად.“ აცხადებენ ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები.

„მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა ვითანამშრომლოთ ისეთი პროფესიონალების გუნდთან, როგორც ნექსია თიეია. ‘’საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია’’ და მისი წევრი კომპანიები ისარგებლებენ ნექსია თიეის მაღალკვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებით საგადასახადო, საკანონმდებლო და ბიზნესის განვითარების სფეროში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს შესძლებლობებს. ‘’საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია’’ აქტიურად თანამშრომლობს ნარჩენების მართვის რეფორმის განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო სექტორთან.“ საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი გულიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები