მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნექსია თიეისა და DWV-ს ერთობლივი ღონისძიება თემით: სატრანსფერო ფასწარმოქმნა

5b19479066353
BM.GE
07.06.18 18:54
1414
ნექსია თიეიმ გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან (DWV) ერთად უმასპინძლა შეხვედრას სასტუმრო „იოტაში“ თემით: სატრანსფერო ფასწარმოქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა.

შეხვედრაზე ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა და ნექსია თიეი აკადემიის ტრენერმა ბატონმა გელა მღებრიშვილმა ისაუბრა სატრანსფერო ფასწარმოქმნის პრინციპებზე, საქართველოში დამკვიდრებულ რეგულაციებზე და შემოსავლების სამსახურის მიდგომებზე. ხოლო, ბატონი ბენო ლანგე, ნექსია ინთერნეიშენალის წევრი გერმანული კომპანიის პარტნიორი საგადასახადო მიმართულებით, ასოციაციის წევრებს გაუზიარა სატრანსფერო ფასწარმოქმნის საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილება სიტუაციური მაგალითების საფუძველზე. ნექსია თიეი-ს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დეპარტმანეტის ხელმძღვანელმა ბატონმა ლევან თედიაშვილმა ტრენინგის მონაწილეებს სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტბრუნვის შესახებ ესაუბრა. მონაწილეებს საშუალება მიეცათ დისკუსიის რეჟიმში განეხილათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები სატრანსფერო ფასწარმოქმნის შესახებ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები