მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Neqsol Holding-ი საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლებს / ანალიტიკა - 02.10.2020_13:40 - გადაცემა სრულად

BM.GE
02.10.20 14:34
973
ანალიტიკა - 02.10.2020_13:40 - გადაცემა სრულად

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, კავკასუს ონლაინის“ სპეციალური მმართველი სახელმწიფოს კუთვნილი "ოუფენ ნეტის" დირექტორი მარიამ სულაბერიძე გახდა. როგორც კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა განმარტა, გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ განპირობებულია იმით, რომ კომპანიის წინააღმდეგ საჯარიმო სანქციის დაწესებამ შედეგი ვერ გამოიღო, ხოლო კომპანიისთვის საქმიანობის შეჩერება კარგი გადაწყვეტილება არ იქნება.

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს სხდომაზე "კავკასუს ონლაინს" კიდევ ერთი 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ამასთან, კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუკი ერთი თვის განმავლობაში შესაბამისი მოთხოვნა არ იქნებოდა შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად სხვა სახის სანქცია იქნებოდა განხილული. ვადა ისე ამოიწურა, რომ კავკასუს ონლაინმა“ კომისიის მიერ დაკისრებული მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

სტუმარი: რევაზ კოპალაძე “კავკასუს ონლაინის” გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები