მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ნექსთი (Next)" აშენებს მომავალს I #საქმიანები

როგორ გგონიათ როგორი უნდა იყოს ის კომპანია რომლის დამფუძნებლებმაც მისი შექმნა დაიწყეს მაშინ როცა პანდემიამ მოიცვა ყველაფერი, გაჩერდა, დაპაუზდა. არსებული გაკოტრდა ან დაიხურა და აი, ზუსტად ამ დროს იწყებს, დღეს უკვე საერთაშორისო დეველოპერული კომპანია „ნექსთი“ სერიოზული პროექტების განხორციელებას. რისკიანი ადამიანები ქმნიან ამ კომპანიას, უძლებენ გამოწვევებს და მყარად დგებიან ფეხზე. იმდენად რომ ჯერ შემოჰყავთ გლობალური კომპანიები საქართველოში და შედეგ უკვე თავად ნექსთი გადის ქვეყნის გარეთ და ხდება საერთაშორისო. როგორია მისი განვითარების ტრაექტორია რეპორტაჟიდან მეტს გაიგებთ მაგრამ გეოგრაფიის თვალსაზრისით მოკლედ ვიტყვი: საკარტელო თავის თავად, ევროპა, აზია და სხვა კონტინენტი... ნექსთში ახალმისულებიც თვლიან რომ სწორედ გუნდის დამსახურებაა ეს გამძლეობაც, გამოცდილებაც და მასშტაბურობაც. და კიდევ ერთი რაც ამ გუნდს ახასიათებს ეს მრავალეროვნულობა, მულტიკულტურულია... საქმიანი ადამიანები და ამ ადამიანების საქმეები BMG-ზე

  • სოფო ჭელიძე - “ნექსთი”, აღმასრულებელი დირექტორი
  • პიოტრ ვიშნიევსკი - “ნექსთი”, საინვესტიციო მრჩეველი
  • ანა სურმანიძე - “ნექსთი”, პროექტების განვითარებისა და კომერციული მიმართულების ლიდი
  • მარიამ მშვილდაძე - “ნექსთი”, პროექტ მენეჯერი

ავტორები: მანანა მანჯგალაძე, ედგარ ყაზახაშვილი, ლადო ცხადაია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები