მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nestle ჩამოსასხმელი წყლების ბრენდებს ყიდის

602d04049e66f
ნათია თაქთაქიშვილი
17.02.21 23:00
482
მსოფლიოში ცნობილი კომპანია Nestle ჩამოსხმული წყლების ბრენდებს ყიდის. გარიგების სავარაუდო ღირებულება 4.3 მილიარდი აშშ დოლარია და ის შემდეგ ბრენდებს შეეხება Poland Spring, Deer Park, Ozarka და Arrowhead. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, შვეიცარიული კომპანია მოლაპარაკებებს კომპანია One Rock Capital Partners-თან აწარმოებს.

”ეს გარიგება საშუალებას მოგვცემს მეტად ვფოკუსირდეთ ჩვენს პრემიუმ ბრენდებზე, რომელთა ცნობადობაც საერთაშორისო ბაზრებზე მაღალია. ჩვენი მიზანია მეტი ყურადღება დავუთმოთ ადგილობრივი წარმოების მინერალურ წყელბს“, - განაცხადა Nestle-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ შნაიდერმა.

Nestle-ს განცხადებით, კომპანიამ 2019 წელს, ჩამოსასხმელი წყლის ბიზნესიდან ჯამურად 3.4 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. კომპანია წყლის ჩამოსახმელი წყლების ქარხნების ნახშირორჟანგის ემისიის შესამცირებლად 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს 2025 წლამდე.

აღსანიშნავია, რომ ამ გარიგების შემდეგ კომპანიის მფობელობაში ისევ დარჩება შემდეგი ჩამოსასხმელი წყლების ბრენდები Perrier, S.Pellegrino და Acqua Panna.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები