მსოფლიოში საკვები პროდუქტებისა და სასმელების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Nestle-მ შიდა გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ის საკუთარ პროდუქციას ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ქართულ ტელეარხზე ათავსებდა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City A.M. ექსკლუზიურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, Nestle კომერციულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ქართულ მედიაკომპანია ტელეკომპანია „იმედთან“ მას შემდეგაც, რაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ამ უკანასკნელს სანქციები დააკისრა და კრემლის პარტიზანულ რუპორად მოიხსენია.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით "ნესტლე საქართველოს" წილის 100%-ს შვეიცარიაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება სოსიეტე დე პროდუი ნესტლე ფლობს. დირექტორი კი რუსეთის მოქალაქე დმიტრი ალექსეენკოა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ფინანსური სანქციები დაუწესა საქართველოში მოქმედ ორ პროსახელისუფლებო ტელევიზიას, „ტელეიმედსა“ და „პოსტივის“.
2026 წლის 6 თებერვალს ტელეკომპანია იმედი და იმედის ჰოლდინგი, რომელშიც ასევე GDS-იც შედის ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის ჰოლდინგმა კომპანია "პრაიმ მედია გლობალზე" გაასხვისა. კონკურენციის სააგენტოსთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ გარიგების ფასი სიმბოლურ 1000 ლარს შეადგენდა.




























