ბენიამინ ნეთანიაჰუმ დამიდასტურა, რომ ისრაელი ეთანხმება აშშ-ის წინადადებას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე, ახლა „ჰამასის“ ჯერია, იგივე გააკეთოს - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თელ ავივში ისრაელის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, იგი რეგიონში იმყოფება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევისა და მძევლების სახლში დაბრუნების მცდელობით.
ბლინკენი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის წინადადება ითვალისწინებს ისრაელის უსაფრთხოების ინტერესებსაც და აღნიშნა ისიც, რომ ჰქონდა ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ამ შეთანხმების ახლავე შესრულებას.