მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Netflix-ის სერიალში ნონა გაფრინდაშვილის ეპიზოდი არ დაკორექტირდება

6318941edb88c
ვიქტორია მღებრიშვილი
07.09.22 16:53
2557
Netflix-ი ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის მიერ სასამართლოში შეტანილი სარჩელის მორიგებით დასრულებას დათანხმდა. საკითხთან დაკავშირებით ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველი იურიდიული ფირმა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა კახა შარაბიძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Netflix-თან შეთანხმებით დასრულებული მორიგება, ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებშია. შეთახმების დეტალებზე კი მოსარჩელე მხარემ მისი მორიგების შედეგების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროვა.

მოიხსენიებენ თუ არა ნონა გაფრინდაშვილს რუსი ეროვნების მოჭადრაკედ სერიალში და მოხდა თუ არა ქართველი მოჭადრაკის მიერ დეფამაციის გამო Netflix-სგან მოთხოვნილი თანხა? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას BMG გადაცემა „საქმის კურსში“ BLB-ის მმართველი პარტნიორისგან შეეცადა.

პირველ კითხვაზე კახა შარაბიძემ განმარტა, რომ სერიალში აღნიშნული ეპიზოდი არ დაკორექტირდება, თუმცა საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე ნონა გაფრინდაშვილის საჭადრაკო კარიერისა და მისი წარმომავლობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

„შეთანხმების შედეგები, პირველ რიგში, ქალბატონი ნონას ინტერესებს პასუხობს. სერიალში ეპიზოდის კორექტირებას ადგილი არ ექნება. ფაქტი იმისა, რომ ამ ქეისს მსოფლიოს მასშტაბით ამხელა გამოხმაურება ჰქონდა, კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას ნონა გაფრინდაშვილის წარმატებები საჭადრაკო კარიერაში, მათ შორის მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ, ისევე როგორც მისი წარმომავლობა. ის ყველგან მოხსენიებულია როგორც ქართველი ლეგენდარული მოჭადრაკე. ვფიქრობ, ამ კუთხით ჩვენი საზოგადოების ინტერესი სრულად დაკმაყოფილებულია და კითხვები არ რჩება“, - განაცხადა შარაბიძემ.

კითხვაზე - დაკორექტირდა თუ არა ზიანის ანაზღაურების მიზნით მოსარჩელის მხრიდან Netflix-თვის მოთხოვილი თანხა, რომელიც სიმბოლური იყო და 5 მლნ დოლარს შეადგენდა, კახა შარაბიძემ შეთანხმების დეტალების კონფიდენციალურობიდან გამომდინარე კითხვას არ უპასუხა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები