წამყვანი ამერიკული სტრიმინგ პლატფორმის, Netflix-ის პირველი კვარტალის ფინანსურმა მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა. კომპანიის შემოსავალმა $12.25 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. აღსანიშნავია, რომ წმინდა მოგება თითქმის გაორმაგდა და $5.28 მილიარდს მიაღწია.
ამ ფონზე, თითო აქციაზე გასაცემი დივიდენდების მოცულობა $1.23-ით განისაზღვრა. როგორც ირკვევა, ამ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა კინოკომპანია Warner Bros. Discovery-სთან გარიგების ჩაშლამ და ამის გამო $2.8-მილიარდიის კომპენსაციის მიღებამ იქონია.
რაც შეეხება სამომავლო პროგნოზებს, კომპანია სარეკლამო მიმართულებიდან 2026 წელს $3 მილიარდის მიღებას გეგმავს. ამ მოლოდინს კი ამყარებს ფაქტი, რომ Netflix-ის ფასიანი გამომწერების რაოდენობამ იანვარში 325 მილიონს მიაღწია. როგორც ირკვევა, პირველ კვარტალში შემოსავლების ზრდას ხელი სააბონენტო ტარიფების მატებამ და პაროლების გაზიარების შეზღუდვამაც შეუწყო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ პოზიტიური მაჩვენებლების მიუხედავად, Netflix-ის აქციების ფასი გახანგრძლივებულ სავაჭრო სესიაზე 9%-ით შემცირდა. ინვესტორების განწყობაზე გავლენა ორმა ფაქტორმა იქონია. ერთი იმან, რომ უმსხვილესმა სტრიმინგ პლატფორმამ წლიური პროგნოზი უცვლელად, $50.7-$51.7 მილიარდის დიაპაზონში დატოვა. მეორე კი იმან, რომ კომპანიის თანადამფუძნებელი, რიდ ჰასტინგსი დირექტორთა საბჭოს ივნისში დატოვებს. როგორც გაირკვა, მას უფლებამოსილების ვადა 2 თვეში ეწურება, თუმცა დარჩენას რომელიმე სხვა პოზიციაზე აღარ ცდის და საქველმოქმედო სფეროში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, ჰასტინგსმა აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ჯერ კიდევ 2023 წელს დატოვა, თუმცა



























