ნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. სემეკის მიმდინარე წლის მონაცემებითნეტო აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. სემეკის მიმდინარე წლის მონაცემებით, განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ნეტო აღრიცხვის ქსელში 1039 სადგურია ჩართული, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 64 მეგავატს შეადგენს. მათ შორის „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში ჩართულია 314 სადგური, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში - 725.
სემეკის რეგულაციების შესაბამისად, საკუთარი მოხმარებისათვის, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების - მზის, ქარის, წყლის, მათ შორის ჩამდინარე წყლის გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას. აღსანიშნია, რომ ნეტო აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
სემეკმა ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა. რამ განაპირობა სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ზრდა და როგორ წარმოუდგენია მარეგულირებელს ამ სქემის შემდგომი ცვლილება?
სტუმარი: ნუგზარ ბერიძე - ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი; ,