მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვის სისტემა - სემეკი, 500- კილოვატიანი ზღვრის გაორმაგებას გეგმავს

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული სადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატამდე გაიზარდა. სემეკის ინფორმაციით, დღეისთვის სისტემაში ჩართულია 959 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 57 მეგავატს შეადგენს. აქედან “თელასის” გამანაწილებელ ქსელში ჩართულია - 289, ხოლო “ენერგო პრო ჯორჯიას” გამანაწილებელ ქსელში - 670 ელექტროსადგური". სემეკმა ნეტო აღრიცხვის რეგულაცია 2016 წელს დანერგა.

თუ პირი ფლობს მზის, ქარის, ჰიდრო მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, მას შეუძლია პარალელურ რეჟიმში ჩაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს გამანაწილებელ კომპანიას. იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა დიდია, სემეკი გეგმავს, 500 კილოვატიანი ზღვარი გააორმაგოს. რამდენად იზრდება განახლებადი ენერგიის წყაროების მიკროსიმძლავრის სადგურების წილი ქვეყანაში და საჭიროა თუ არა ამ მიმართულების წასახალისებლად კანონმდებლობაში ცვლილებები?

სტუმარი: მატა გორდეზიანი - GREDA-ს პროექტების ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები