მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

სემეკი
08.08.24 11:58
571

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში - 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 63 მგვტ.

სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 202 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 163 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 601, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 438 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.

განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით სემეკის მიერ დანერგილი რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.

ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები