მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო დარიცხვა ნეტო აღრიცხვის ნაცვლად - რას გულისხმობს ახალი სისტემა?

კიდევ ერთი სიახლე ენერგეტიკაში. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ანაზღაურების სქემა იცვლება, შესაბამისად მოქმედ ნეტო აღრიცხვის სისტემას, ნეტო დარიცხვის სისტემა ჩაანაცვლებს. შესაბამისი ცვლილებები "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების არსებული შეღავათი უქმდება. პროექტის მიღების შემდეგ, სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს. ასევე 2027 წლის იანვრამდე მიერთებულ ელექტროსადგურის საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, 2033 წლის იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებას.

ამასთან, ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩართული მიკროსიმძლავრეებისთვის არსებული პირობები 2033 წლამდე იგივე დარჩება, ხოლო 2027 წლიდან ახალი მიკროსადგურებისთვისთვის ნეტო დარიცხვის სისტემა იმოქმედებს. თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ეს ყოველთვიურად განხორციელდება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, ხოლო ენერგია, რომელიც მისი ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში გაშვებული, კომპანიები ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამის თანხით. სანამ ბაზარი ნეტო ბილინგის სისტემაზე გადავა, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვა და ენერგო პრო ჯორჯიას ქსელში ინტეგრაცია შეჩერებულია, რადგან არსებული ლიმიტი ამოიწურა. რა ხდება გარდამავალ ეტაპზე, სანამ ნეტო აღრიცხვიდან ნეტო ბილინგზე გადასვლა განხორციელდება და რა იცვლება მომხმარებლებისთვის ახალ სისტემაზე გადასვლით?

სტუმრები: თორნიკე დარჯანია - საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი;

ნინო გადელია - Shine Energy-ს დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები