მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნეტო დარიცხვაზე გადასვლა უკვე შესაძლებელია - როგორ მუშაობს სისტემა?

მზის პანელი

სემეკის კვარტალური მონაცემების მიხედვით, პირველი ოქტომბრიდან 100 კვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვის სქემაში ჩართვა უკვე შესაძლებელია. შესაბამისი ცვლილებები შევიდა “ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში".

მიკროსადგურების ჩართვა შეიძლება იმ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ქსელში, სადაც სადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკური დატვირთვის 20%-ს გადააჭარბა. ამ ეტაპზე ნეტო დარიცხვის სისტემაში ჩართვა შესაძლებელია როგორც "თელასის" ისე "ენერგო პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის.

ნეტო დარიცხვის სქემაში, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, ქსელში მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე მიიღებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საშუალო შეწონილ ფასს, ხოლო ქსელიდან მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებისა და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს. ქსელში მიწოდებული და იმავე საანგარიშო პერიოდში ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებები გაიქვითება ერთმანეთში.

სემეკის ინფორმაციით, საჯარო მომსახურების ფარგლებში არსებული მიმწოდებლებისგან განსხვავებით, თავისუფალი მიმწოდებელი თავად გადაწყვეტს შეისყიდოს თუ არა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურისგან გამომუშავებული ელექტროენერგია და რა ფასად.

ამას გარდა, "ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებში” შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 50 კლვტ-ზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელს უჩნდება ვალდებულება პერიოდულად, 3 წელიწადში ერთხელ, დაადასტუროს სადგურის დადგმული სიმძლავრე აკრედიტებული პირის ან სისტემის ოპერატორის მიერ შედგენილი აქტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები