მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NETWORKING GEORGIA ბრუნდება

5d84d2bb4019a
BM.GE
20.09.19 17:17
2133

2-3 ნოემბერს, ყველაზე მასშტაბური ნეთვორქინგ ღონისძიება ბრუნდება. Networking Georgia Bene Exclusive-ის ორგანიზებით კახეთში, „ამბასადორი კაჭრეთში“ გაიმართება.

პროექტი არაფორმალურ გარემოში ბიზნესკონტაქტების გაცვლას ემსახურება და ქართულ ბაზარზე არსებულ ადგილობრივ თუ უცხოურ, მსხვილ და საშუალო ბიზნესის 550-მდე წარმომადგენელს გააერთიანებს.

„Networking Georgia საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესპროექტია, რომელმაც ქართული ბიზნესისთვის მნიშნელოვანი შედეგები მოიტანა. ჩვენ შევცვალეთ ის მიდგომა, რომ ბიზნესკონტაქტების გაცვლა მხოლოდ ტელეფონით ან რეკომენდაციების საშუალებით ხდება.

კომპანიებს საშუალება მივეცით ერთმანეთს ერთი სივრცის ქვეშ დაკავშირებოდნენ. შევქმენით თავისუფალი, არაფორმალური გარემო და ამავდროულად მნიშვნელოვანი საქმის კეთებას ჩავუყარეთ საფუძველი. გვაქვს ისეთი მაგალითი, როცა კომპანია ღონისძიებიდან 40 გაფორმებული ხელშეკრულებით დაბრუნდა“ - აცხადებს გიორგი გოგლიძე, „ბენე ჯგუფი“-ს გენერალური დირექტორი.

საქართველოს ბიზნესსექტორში არსებული რეალობის გათვალისწინებით, „Networking Georgia” ინოვაციური პროექტია, რომელიც პროფესიონალ ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს და ეხმარება საკუთარი „ნეთვორქის“ განვითარებაში. ახალი ამბავი არ არის, რომ ფართო სანაცნობო წრე და მრავალფეროვანი კონტაქტები წარმატების მიღწევისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მსხვილი და საშუალო ბიზნესის 550 წარმომადგენელს არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში კონტაქტების გაცვლის, საკუთარი კომპანიის და საქმიანობის პრეზენტირებისა და ახალი ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა ექმნება.


Bene Exclusive პროექტის ფარგლებში ტრანსპორტირებას თავისი უახლესი, 2018-2019 წლის ავტოპარკით ახორციელებს. ორგანიზატორები თავიდანე ქმნიან ხალისიან, ენერგიულ განწყობას და აქტივობებს თბილისში, გასვლისთანავე იწყებენ.

ღონისძიების გახსნასთან ერთად, მონაწილეები მიიღებენ 2 დღიანი აქტივობების ინსტრუქციას და სასტუმროს ნომრებში გადანაწილდებინ. საკონფერენციო ნაწილში სტუმრებს დავით ჩიკვაიძის მასტერკლასი „სთორითელინგი გაყიდვებში“, ანდრო დგებუაძის „იგრძენი რასაც აკეთებ და აკეთე რასაც გრძნობ“, და დათო ტურაშვილის ექსკლუზიური თემა, „საქართველო, ღვინის სამშობლო“ ელოდებათ.



პროექტის განსაკუთრებული სტუმარი ცნობილი ბიზნესმენი, ბიზნესსპიკერი და YouTube-ის ბიზნესარხის ავტორი, ევგენი ჩერნიაკი(Forbes 100) იქნება. ღონისძიება დატვირთულია ისეთი აქტივობებით, როგორიცაა ბლიც ნეთვორქინგი, Human Library, Business Lego, ნეთვორქინგ კაფე, სამაგიდო თამაშები და ვორქშოფები. პირველ დღეს Goofy Land-ის აკომპანირებით გალა ვახშამი დაასრულებს.

Networking Georgia-ს მეორე დღე ცეკვის მასტერკლასებითა და იოგით დაიწყება. Scavenger Hunt-ის გამარჯვებულის გამოვლენასთან ერთად სტუმრებისთვის გრანდიოზული ბარბექიუ მოეწყობა.

როგორც უკვე იცით, Networking Georgia არ არის ერთჯერადი ღონისძიება და ის ამ წელს მეორედ იმართება.
პროექტის სპონსორია „ბილაინი“; პარტნიორები: „ჯი პი აი ჰოლდინგი“, “Coaching Lab”; მედია პარტნიორები: “ფორბსი”, “ფორტუნა”, “პალიტრა მედია”, “ეიჩარ ჰაბი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები