New York Times საქართველოს შესახებ გამოკითხვას ატარებს, რომელშიც მკითხველებს ქვეყნის სხვადასხვა სფეროს გარშემო უსვამს კითხვებს. მასში შესულია როგორც გეოგრაფიული და ისტორიული, ასევე პოლიტიკური ფაქტები. ჟურნალი მკითხველს უსვამს შეკითხვას იმის შესახებ, თუ რომელ ქვეყანას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. გამოკითხვაში ნახსენებია დედაქალაქი თბილისი, რომელიც კონტრასტულობთ გამოირჩევა. NY Times აღნიშნავს, რომ მასში ქაოტური და მომხიბვლელი ქუჩებია განთავსებული აბანოებით და საბჭოთა კავშირის დროინდელი ფაბრიკა-ქარხნებით, რომლებიც თანამედროვე სასტუმროებადაა გადაკეთებული.