მექსიკელმა მილიარდერმა კარლოს სლიმმა, New York Times-ის აქციები 10 მილიონ დოლარად გაყიდა. კომპანიამ Grupo Carso გამოცემის 521,5 ათასი აქცია გაყიდა.
გარიგება 28 ივლისს შედგა, მას შემდეგ რაც New York Times-მა მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
2015 წელის დასაწყისში სლიმმა New York Times-ში წილი გააორმაგა და თითქმის 17%-ის მფლობელი გახდა. მისი აქციების პაკეტის მოცულობა მაშინ 370 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

























