მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nexia Georgia - განვითარებისა და ინოვაციის მაგალითი ქართულ აუდიტორულ ბაზარზე

Nexia Georgia
20.10.25 14:17
832

აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიები ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშგებებს მათ მარეგულირებელს - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს (SARAS) უგზავნიან. აღნიშნული ანგარიშგებების ნაწილი უკვე გამოქვეყნდა, რაც სექტორში მიმდინარე ტენდენციების პირველადი ანალიზის საშუალებას იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორული კომპანიების სრული ფინანსური ანგარიშგებები ჯერ სრულად გამოქვეყნებული არ არის, ხელმისაწვდომი მაჩვენებლები ცხადყოფს სექტორის ზრდის ტენდენციას. ბაზარი განაგრძობს დინამიკურ განვითარებას: იზრდება შემოსავლები, ფართოვდება მომსახურების სპექტრი და ძლიერდება ინვესტიციები ტექნოლოგიურ პროგრესში.

სექტორის მიმდინარე ტენდენციების ფონზე, Nexia Georgia-მ, 2024 წლის მონაცემებით, 19%-იანი ზრდა აჩვენა და რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე ადგილი გაიმყარა - ეს შედეგი კომპანიისთვის არა მხოლოდ პოზიციური მაჩვენებელი, არამედ გრძელვადიანი განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია.

ყოველწლიური ორნიშნა ზრდა მტკიცებულებაა იმის, რომ კომპანია ეფექტიანად პასუხობს ბაზრის მოთხოვნებს, ავითარებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს და ქმნის რეალურ ღირებულებას ბიზნესებისთვის.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Nexia Georgia-მ მეოთხე პოზიციასთან არსებული სხვაობა კიდევ უფრო შეამცირა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ზრდის დინამიკა არ არის ერთჯერადი წარმატება, არამედ სტრატეგიულად გამიზნული და მდგრადი ტენდენცია.

Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორების შეფასებით, მუდმივად მზარდი შედეგები შესაძლებელი გახდა დანახარჯების ეფექტური მართვის, ბუღალტრული პროცესების ოპტიმიზაციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის მეშვეობით: Nexia Georgia არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც ბუღალტერიაში რობოტული ტექნოლოგიები დანერგა, რითაც მომსახურების ხარისხის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა ქართულ ბაზარზე.

„რობოტიზაციის შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვნად შეამცირა რუტინულ პროცესებში ადამიანური რესურსების საჭიროება, რაც უზრუნველყოფს მონაცემების დამუშავების სისწრაფეს, სიზუსტეს და ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას. ვფიქრობთ, რობოტული ბუღალტერია მხოლოდ ეფექტურობის საკითხი არ არის, ეს არის მომავლის ხედვა, რომელსაც Nexia Georgia დღეს უკვე წარმატებით ახორციელებს“ - დავით ლომიძე, მმართველი პარტნიორი.

Nexia Georgia-ს შედეგები აჩვენებს, რომ კომპანიის სტრატეგიული ფოკუსი არ შემოიფარგლება მხოლოდ ზრდით - ის ეფუძნება მკაფიო სტრატეგიას, პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულებას და იმ ფილოსოფიას, რომლის ცენტრშიც ყოველთვის კლიენტი და მისი საჭიროებებია.

”Nexia კლიენტებს სთავაზობს კომპლექსურ ფინანსურ მხარდაჭერას, რომელიც მოიცავს ხარჯების ოპტიმიზაციას და ფინანსური პროცესების ავტომატიზაციას. ჩვენი მიზანია, ბიზნესებმა შეძლონ ინვესტიციების სწორად დაგეგმვა, რისკების შეფასება და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება. ეს მიდგომა აერთიანებს ოპერაციულ ეფექტურობას, პროგნოზირებადობას და გრძელვადიან განვითარებას - სწორედ ეს განსახვავებს ჩვენს კომპანიას ბაზრის სხვა მოთამაშეებისგან“ - გელა მღებრიშვილი, მმართველი პარტნიორი.

მმართველი პარტნიორების შეფასებით, Nexia Georgia-ს მუდმივი ზრდა და ბაზრის მნიშვნელოვანი პოზიცია, დიდწილად, გუნდის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას ეფუძნება:

„რობოტები და ტექნოლოგიური პროცესები გვეხმარება ეფექტურობის გაზრდაში, მაგრამ წარმატების საყრდენი ადამიანები და მათი პროფესიონალიზმია. გუნდის ხარისხი და მუდმივი განვითარება პირდაპირ აისახება არა მხოლოდ მომსახურების სიზუსტეზე და ეფექტურობაზე, არამედ წარმატებასა და ბიზნესის სტაბილურ ზრდაზე“ - დავით მამრიკიშვილი, მმართველი პარტნიორი.

ამ ეტაპზე, Nexia ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად ითვლება აუდიტორულ ბაზარზე, მისი გუნდი 250-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. Nexia-ს მმართველი პარტნიორების თქმით, გუნდის პროფესიონალიზმი და გამოცდილება არა მხოლოდ შედეგების, არამედ კომპანიის რეპუტაციის საფუძველია. სწორედ ამ ხედვამ მოუტანა კომპანიას „საუკეთესო დამსაქმებლის“ არაერთი ჯილდო, რაც ადასტურებს, რომ ის პროფესიონალებისთვის მიმზიდველ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს ქმნის.

„ჩვენთვის, მუდმივი ზრდა ნიშნავს არა მხოლოდ ფინანსურ მაჩვენებლებს, არამედ იმ სანდო გარემოს განვითარებას, რომელიც წლების განმავლობაში ავაშენეთ. Nexia Georgia-ს წინსვლის საფუძველი არის თანმიმდევრულობა - გადაწყვეტილებების მიღება სტრატეგიულად, გუნდთან და კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის პრინციპით“ - ბორის მეგრელიშვილი, მმართველი პარტნიორი.

დღეს Nexia Georgia-ს ენდობა 700-მდე კომპანია, მათ შორის ქვეყნის უმსხვილესი და ბიზნესები. ამ ნდობის საფუძველს ქმნის კომპანიის პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი სტანდარტი და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა, რაც აღიარებულია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ჯილდოებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები