მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Nexia International-ი მსოფლიო ათეულში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა

6058393fc190a
ინგა მურუსიძე
22.03.21 10:28
1998
მსოფლიოში ნომერ #1 საბუღალტრო გამოცემა – საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინის (IAB – International Accounting Bulletin) მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის თანახმად, დამოუკიდებელი საბუღალტრო და საკონსულტაციო ფირმების წამყვანი, გლობალური ქსელი - Nexia International-ი მსოფლიო ათეულში კიდევ ერთი პოზიციით დაწინაურდა და მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, 2020 წელს Nexia International-ის გლობალურმა შემოსავალმა 4.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 5% -იან ზრდას ნიშნავს, სადაც აუდიტის წილი 34%-ს შეადგენს, ბუღალტერიის - 16%-ს, საგადასახადო და საკონსულტაციო მიმართულებები კი 28% და 10%-ს ინაწილებენ, დარჩენილი 12% კი სხვა მიმართულებებზე ნაწილდება.

„განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ასეთი წარმატება უკავშირდება ასოციაციის წევრ და პარტნიორ კომპანიას და მის საერთაშორისო წარმომადგენლობას. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია და მისი წევრი კომპანიები რამდენიმე წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ Nexia TA-სთან და ამ პარტნიორობას გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ, როგორც ერთობლივი პროექტებისა თუ სხვა ტიპის აქტივობების კუთხით“, - აღნიშნა ICCA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმა.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ Nexia-ს ქსელს, რომელიც მუდმივად ვითარება და ისე სწრაფად იზრდება, რომ ჩვენც კი სასიამოვნოდ გაოცებულები ვართ. ასევე გვეამაყება, რომ მსოფლიო წარმატებაში ჩვენც, Nexia TA-საც დიდი წვლილი მიგვიძღვის საქართველოს ბაზარზე ეფექტური ოპერირებით, მაღალხარისხიანი მომსახურების შეთავაზებით და ქსელის სტაბილური ზრდის ხელშეწყობით“, - განაცხადა Nexia TA-ს მმართველმა პარტნიორმა, გელა მღებრიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გლობალური შემოსავლების ასეთი მაჩვენებელი ქსელის თითოეულ რეგიონში თანმიმდევრული ზრდის შედეგია, თუმცა ლათინოამერიკის (LATAM) რეგიონი განსაკუთებით გამოირჩეოდა, რაც ახალი წევრი ფირმების მიღებითაა განპირობებული.

„2020 წლის განმავლობაში Nexia აგრძელებდა გლობალურ გაფართოებას ახალი წევრი ფირმების მიღებით ალბანეთში, ეგვიპტეში, ახალ ზელანდიაში, შვედეთში, კენიაში, კამბოჯაში, კანადაში, ომანში, გაბონში, ალჟირში და არგენტინაში“, - ამბობენ კომპანიაში.

Nexia International- ის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ არნოლდი, შედეგების კომენტირებისას, ამბობს: ”ძალიან მოხარული ვარ, რომ გლობალურ რეიტინგში მე-8 პოზიციაზე გადავედით და ამ ათი წლის განმავლობაში მივაღწიეთ თანმიმდევრულ, ყოველწლიურ ზრდას. ეს შესანიშნავი მიღწევა ასახავს ჩვენი წევრი ფირმების მაღალ ხარისხს და ღირებულებას, რასაც ისინი მათ კლიენტებს აწვდიან.

ბოლო თორმეტი თვე რთული დრო იყო ყველასთვის, მაგრამ Nexia-ს ქსელი განაგრძობდა ზრდას და აუმჯობესებდა შეთავაზებებს წევრი ფირმებისა და მათი კლიენტებისათვის. ყველა ნექსიელი ვამაყობთ ამ მიღწევით”.

საქართველოს ბაზარზე Nexia Internaitional-ის წარმომადგენელი კომპანია Nexia TA მე-6 პოზიციას ინარჩუნებს.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები