მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Nexia TA საგადასახადო დავებში თქვენი უფლებების დასაცავად იწყებს სოციალურ პროექტს

5c45bed46939b
BM.GE
18.01.19 13:07
1475
ნექსია თიეი, რომელიც ოფიციალურად წარმოადგენს ტოპ ათეულში შემავალ მსოფლიო ქსელს - ნექსია ინთერნეიშენალს საქართველოში, 2019 წლის 17 იანვრიდან იწყებს ახალ პროექტს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.

ყველა კომპანია, რომლებსაც საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განუხორციელდა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით მიეცემათ შესაძლებლობა - ერთ ლარად მიიღონ ნექსია თიეი-ს მაღალკვალიფიციური მომსახურება და დაიცვან თავიანთი უფლებები შესაბამის ინსტანციებში. 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელთაც არასამართლიანად დაეკისრათ საგადასახადო ჯარიმა და ამასთანავე არ გააჩნიათ  სათანადო  ფინანსური  და ადამიანური რესურსი აწარმოონ საგადადასახადო დავები და მიიღონ მაღალკვალიფიციური მომსახურება.

პროექტში ჩასართავად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  ხშირად დასმული კითხვები ან მიმართეთ კომპანიას ნომერზე: 25 606 25


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები