მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Next Coral - რას მოიცავს დეველოპერული კომპანია NEXT-ის ახალი პროექტი დუბაიში?

ქორალი
26.03.24 18:51
1360

დეველოპერული კომპანია NEXT უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს და Dubai Islands-ის სანაპიროზე გამორჩეული ფორმების საცხოვრებელ კომპლექსს - Next Coral- აშენებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით კოპლექსს საერთაშორისო მომსახურება, 2 აუზი, კაფე, ლაუნჯ ზონა, ფიტნეს დარბაზი, საბავშვო ოთახი, პარკინგი თითოეული აპარტამენტისთვის, ელექტრო სკუტერებითა და ავტომობილებით აღჭურვილი ავტოპარკი, 24 საათიანი სერვისი და 10 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე პერსონალი ეყოლება.

რაც შეეხება ლოკაციას, სადაც Next Coral შენდება - Dubai Islands არის ხელოვნური კუნძული მასტერ დეველოპერისგან, რომელმაც დუბაისთვის შექმნა და განავითარა: პალმ ჯუმეირა, პალმ ჯაბელ-ალი და ვორლდ აილენდსი.

თავად მასტერ დეველოპერი კი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მასშტაბით ხელოვნურ კუნძულებს, ქალაქებს, რეკრეაციულ პარკებს და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ავითარებს. Dubai Islands კი, სადაც ნექსთის პროექტი განთავსდება, 17 კილომეტრზე გადაჭიმული ხუთი კუნძულისგან შედგება , რომლებზეც პარკები, ღია სივრცეები, 20-კილომეტრიანი პლაჟი, გოლფის მოედნები და 80-ზე მეტი სასტუმრო-რეზორტი მოეწყობა.

ცოტა რამ NEXT-ის შესახებაც გავიხსენოთ და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელი ბრენდი პრემიუმ სამშენებლო პროექტებს დინამიკური და ცხოვრების თანამედროვე რიტმზე მორგებული იდეებით ქმნის.

NEXT-ის პროექტებს შორის გვხვდება პირველი ბრენდული რეზიდენციები საქართველოში - რომლებიც Radisson Hotel Group-თან და Wyndham Hotels and Resort-თან კოლაბორაციით შეიქმნა.

ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და საერთაშორისო სტანდარტების სინთეზი - სწორედ ესაა NEXT-ის ხელწერა. მის ყველა პროექტში უძრავი ქონების ფუნქციონალური დანიშნულება შენობის ესთეტიკურობას იდეალურად ერწყმის.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “Next Coral"-ში აპარტამენტებზე წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე შესაძლებელია.