მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEXT-ი Future Hospitality Summit-ის მთავარ მონაწილედ წარდგა

NEXT-ი Future Hospitality Summit
BM. GE
06.10.23 10:26
144

უძრავი ქონების და სტუმარმასპინძლობის სფეროში ახალი მიღწევებით, NEXT, პირველი ქართული საინვესტიციო–დეველოპერული კომპანიაა, რომელიც სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაზე Future Hospitality Summit-ზე ერთ-ერთ მთავარ მონაწილედ წარდგა.

სამიტი 25-27 სექტემბერს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში გაიმართა და 1000-ზე მეტ ვიზიტორსა და 100-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელს უმასპინძლა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ანი ოცხელი (NEXT-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე), ჯაიდევ მენეზეს ( Marriott International-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი), დანიელ ფონ ბარლოუენი (Accor Group-ის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი) და მარკ კირბი (Emaar-ის სტუმარმასპინძლობის ხელმძღვანელი). დისკუსიის მოდერატორი კი იყო სკოტ ანტელი, Hospitality & Franchise-ის ცნობილი იურისტი.

NEXT & Spectrum

სამიტზე, საქართველო დეველოპერულმა კომპანია NEXT-მა და არქიტექტორულმა კომპანია Spectrum-მა, ერთობლივი თანამშრომლობით შექმნილი ინოვაციური პროექტებით წარადგინეს.
NEXT & Spectrum- ის ერთიანი ხედვა, რომელიც ორიენტირებულია ტრანსფორმაციული, მდგრადი განვითარების შემუშავებაზე, განსაზღვრავს საქართველოს სტუმარმასპინძლობის მომავალს გლობალურ არეალზე.


Future Hospitality Summit-ის როლი უძრავი ქონების სექტორში:

ღონისძიება ყოველწლიურ ხასიათს ატარებს და აერთიანებს უძრავი ქონებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის გლობალურ ლიდერებს, რომლებიც განიხილავენ სხვადასხვა პროექტებს, ინოვაციურ საინვესტიციო ტენდენციებსა და იდეებს.
სამიტი, შესაძლებლობას აძლევს NEXT-ს,  გამოიყენოს ეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისა და ინდუსტრიის ინოვაციური მიდგომების შესასწავლად, თანამშრომლობის გასაძლიერებლად და ამით კიდევ უფრო გაზარდოს საქართველოს როლი ინდუსტრიის განვითარებაში.

NEXT-ის სამომავლო გეგმები

სამიტზე, NEXT-მა ახალი პროექტი სახელწოდებით Next Coral წარადგინა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაის კუნძულებზე განხორციელდება. NEXT-ი ახალი პროექტით საერთაშორისო რუკაზე ოფიციალურად მოინიშნება და სიახლე არა მხოლოდ კომპანიისთვის, ქვეყნისთვისაც ღირებული იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები