მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEXT-ი ტურიზმის ოსკარის World Travel Awards-ის გამარჯვებულია

NEXT-ი ტურიზმის ოსკარის World Travel Awards
BM. GE
02.10.23 15:08
83


NEXT-ი ტურიზმის ოსკარის World Travel Awards-ის გამარჯვებულია

World Travel Awards-ზე NEXT-ი საქართველოს ლიდერ დეველოპერულ კომპანიად დასახელდა და მოიპოვა ჯილდო კატეგორიაში 2023 წლის  "Georgia’s Leading Hospitality Development Company”.

საერთაშორისო ტურიზმის დაჯილდოების ღონისძიება World Travel Awards, რომელიც მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით არის ცნობილი, წელს პირველად ბათუმში, ევროპის ახალ ტურისტულ ცენტრში გაიმართა. 

3-დღიანი ღონისძიება, რომელმაც ევროპის ტურისტული ინდუსტრიის წამყვან ლიდერებს უმასპინძლა, გრანდიოზული გალა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. 

გაიგეთ მეტი World Travel Awards-ის შესახებ:

World Travel Awards მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და გრანდიოზული ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაა, რომელიც ემსახურება ტურიზმის ინდუსტრიის ყველა სექტორის წარმომადგენელთა გლობალურ აღიარებასა და დაჯილდოებას. 

NEXT-ის მნიშვნელოვანი მიღწევა:

World Travel Awards-ში გამარჯვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს NEXT-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ტურიზმისა და უძრავი ქონების ინდუსტრიის განვითარებაში.  

"საქართველოს წამყვანი სტუმარმასპინძლობის დეველოპერული კომპანია”- ამ ტიტულის მინიჭება, NEXT-ისთვის არა მხოლოდ მიღწევა, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა, როგორც რეგიონალურ ასევე ეროვნულ დონეზე, განაგრძოს მზარდი ტემპით წინსვლა სტუმარმასპინძლობისა და უძრავი ქონების ინდუსტრიაში. 

კომპანიის წარმატება სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვითა და საქართველოს უძრავი ქონების ინდუსტრიის სტანდარტების ამაღლებაზე ზრუნვითაა განპირობებული, რაზეც ასევე კომპანიის საერთაშორისო პროექტები მოწმობს - პირველი ბრენდული რეზიდენციები საქართველოში Radisson Blu Residences და Wyndham Residences.

კომპანიის თითოეულმა პროექტმა, რომელიც უნიკალური, დახვეწილი არქიტექტურითა და პრემიუმ ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, რეგიონის უძრავი ქონების ინდუსტრიის სტანდარტები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. გაზარდა რეგიონის მიმზიდველობა და მოთხოვნა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. 



NEXT-ის წარმატებული მომავალი:

კომპანია აგრძელებს ერთგულებას ინოვაციებისადმი და ძალიან მალე NEXT-ი დუბაის ახალ ხელოვნურ კუნძულზე საინვესტიციო პროექტით წარდგება. დეტალებს ახალი პროექტის შესახებ კომპანია მალე დააანონსებს.