NEXT, წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანია საქართველოში, Dubai Islands -ის სანაპიროს პირველ ზოლში უნიკალურ პროექტს Next Coral-ს აანონსებს.
NEXT-ის უკომპრომისო მიდგომამ, შექმნას არქიტექტურით, ლოკაციითა და უმაღლესი ხარისხით გამორჩეული პროექტები, ის ქართულ დეველოპერულ ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერად აქცია.
კომპანიის მასშტაბური ზრდა რამდენიმე პრემიალური პროექტის პარალელურად წარმატებულმა განვითარებამ განაპირობა. კომპანიის პორტფოლიო ორ უდიდეს ბრენდთან, Radisson Hotel Group და Wyndham Hotels & Resorts-თან პარტნიორობით აშენებულ ბრენდულ რეზიდენციებს, საერთაშორისო სტანდარების მიხედვით შექმნილ სასტუმრო აპარტამენტებსა და ვილებს მოიცავს.
ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და უმაღესი სტანდარტების სინთეზი - სწორედ ესაა NEXT-ის ხელწერა. მის ყველა პროექტში უძრავი ქონების ფუნქციონალური დანიშნულება იდეალურად ერწყმის შენობის ესთეტიურობას.
საქართველოში განხორციელებული წარმატებული პროექტების შემდეგ NEXT-მა უძრავი ქონების გლობალურ ბაზარზე შესვლა გადაწყვიტა და პირველი ნაბიჯი დუბაიში, Dubai Islands-ის სანაპიროზე ტოპ მასტერ დეველოპერულ კომპანია Nakheel -თან პარტნიორობით გადადგა.
Nakheel უძრავი ქონების მასტერ დეველოპერია, რომელიც არაბეთის გაერთიანებული ემირატების მასშტაბით ხელოვნურ კუნძულებს, ქალაქებს, რეკრეაციულ პარკებს და სხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ავითარებს.
Dubai Islands 17 კილომეტრზე გადაჭიმული ხუთი კუნძულისგან შედგება , რომლებზეც პარკები, ღია სივრცეები, 20 კილომეტრიანი პლაჟი, გოლფის მოედნები და 80-ზე მეტი სასტუმრო-რეზორტი მოეწყობა.
სწორედ აქ, სანაპიროს პირველ ზოლში განთავსთება Next Coral-ი. შენობის ორიგინალური არქიტექტურა წყალქვეშა ესთეტიკითაა შთაგონებული. კომპლექსი იმეორებს ზღვის მარჯნის ფორმებს, რომელიც გარემოსთან და კუნძულის გენერალურ გეგმასთან სრულ თანხვედრაშია.
გამორჩეული ფორმების გარდა, Next Coral-ს ექნება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის მომსახურება, 2 აუზი, კაფე, ლაუნჯ ზონა, ფიტნეს დარბაზი, საბავშვო ოთახი, პარკინგი თითოეული საპარტამენტისთვის, ელექტრო სკუტერებითა და ავტომობილებით აღჭურვილი ავტოპარკი და 24 საათიანი ინტერნაციონალური სერვისი ყველა ქვეყნის ენაზე მოსაუბრე პერსონალით.
აპარტამენტების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია ქართველი მომხმარებლებისთვისაც: დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.