მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEXT LEVEL: მაღალი კლასის კურორტები და დეველოპმენტი - 12 ივნისს, ბათუმში GREMO 2026 ჩატარდება

12 ივნისი, ბათუმი, სასტუმრო COURTYARD BY MARRIOTT- ეს არის კონფერენცია გრემოს ჩატარების მორიგი დრო და ადგილი. BMG და გაყიდვების კომპანია PROSOECT ერთობლივი გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტის“ ქვეშ, მეოთხე სექტორულ შეხვედრას გამართავს.

თუმცა თავად კონფერენცია 2021 წლიდან არსებობს და უკვე მეშვიდედ გააერთიანებს დეველოპერებს, ინვესტორებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს, რათა ერთად იმსჯელონ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე.

წლევანდელ თემად შერჩეულია მაღალი კლასის კურორტების შექმნა საქართველოში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა აჭარისა და საქართველოს ზღვისპირეთის გარდაქმნას პრემიუმ ტურისტულ მიმართულებად, რაც მოიაზრებს მაღალი შემოსავლის მქონე ტურისტების მოზიდვის სტრატეგიებს, საერთაშორისო გამოცდილებას გაზიარებას და თანამედროვე დეველოპერულ ტენდენციებსა და ინოვაციებს.

სტუმარი: გუგა კობახიძე - Prospect, დამფუძნებელი, GREMO თანაორგანიზატორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები