რა როლს თამაშობს ძლიერი ბრენდი თანამედროვე ურბანულ და საინვესტიციო ეკოსისტემაში და განვითარების რა პოტენციალი აქვს საქართველოს საზღვაო კურორტებს, ამ თემებს მიეძღვნება კონფერენცია “გრემო, რომელიც 12 ივნისს ბათუმში გაიმართება. კონფერენცია სფეროს ლიდერ კომპანიებს, დეველოპერებს, ინვესტორებსა და ექსპერტებს უკვე მეშვიდედ გააერთიანებს , რათა ერთ სივრცეში იმსჯელონ საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებზე. ტრადიციულად ჩვენი ღონისძების წარმდგენია სამშენებლო დეველოეპრული კომპანია "ალიანს ჯგუფი," რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივაც ბაზრის გამორჩეული ლიდერია. რა მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის მსგავსს შეხვედრებს, რას აძლევს დეველოპერულ კომპანიას სექტორულ დისკუსიებში მონაწილეობა?
სტუმარი: მურთაზ ფუტკარაძე - “ალიანს ჯგუფის” მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი;
#უძრავიქონებისპროსპექტი თათია ჩაფიჩაძე & გუგა კობახიძესთან ერთად


































