მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NEXT-მა პრინსტონის უნივერსიტეტთან პარტნიორობა დაიწყო – 2027 წლიდან კომპანია არქიტექტურისა და დიზაინის სტუდენტებს უმასპინძლებს.

NEXT
29.10.26 15:40
• 164

NEXT-ი აფართოებს საზოგადოებრივ და აკადემიურ ინიციატივებს და იწყებს სტრატეგიულ პარტნიორობას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ და პრესტიჟულ პრინსტონის უნივერსიტეტთან (Princeton University)

პრინსტონი ამერიკის შეერთებული შტატების რვა წამყვანი უნივერსიტეტის გაერთიანების, Ivy League-ის (აივი ლიგა) წევრია, რომელიც უმაღლეს აკადემიურ ხარისხთან, ავტორიტეტსა და ექსკლუზიურობასთან ასოცირდება. ამავე ელიტურ ლიგას მიეკუთვნებიან ისეთი ცნობილი უნივერსიტეტები, როგორებიცაა ჰარვარდი (Harvard) და კორნელი (Cornell).

2027 წლიდან, IIP (International Internship Program) პროგრამის ფარგლებში, NEXT-ში სტაჟირებას გაივლიან პრინსტონის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებს. სტაჟიორები ჩაერთვებიან კომპანიაში მიმდინარე პროცესებში არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებით და რეალური, საერთაშორისო პროექტების მაგალითზე პრაქტიკულად ნახავენ, თუ როგორ იქმნება და ხორციელდება მაღალი ხარისხის მასშტაბური არქიტექტურული კონცეფციები.

ისეთ გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობის პარალელურად, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels & Resorts, პრინსტონის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კიდევ ერთი დასტურია NEXT-ის მისწრაფებისა, დანერგოს მოწინავე სტანდარტები, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ტალანტების პროფესიულ განვითარებას და შექმნას ღირებული საერთაშორისო გამოცდილება.

როგორც საერთაშორისო დეველოპერული და საინვესტიციო ბრენდი, რომელიც ინოვაციურ საცხოვრებელ, სასტუმრო და ინვესტიციებზე ორიენტირებულ პროექტებს ახორციელებს საქართველოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კენიისა და ესპანეთის ბაზრებზე, NEXT-ი სტუდენტებს მრავალმხრივ პრაქტიკულ გამოცდილებას შესთავაზებს.

IIP პროგრამის მონაწილეები პროექტებში ჩაერთვებიან მართვის, არქიტექტურული კოორდინაციისა და დიზაინის ეტაპებზე და უშუალო მონაწილეობას მიიღებენ ტექნიკურ მიმოხილვაში, ხარისხის კონტროლსა და გუნდურ კომუნიკაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები