მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NFIA მთავრობას და სებ-ს მისოების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შეჩერებას სთხოვს

59633100673e5
BM.GE
10.07.17 11:45
1493
"არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია“ (NFIA) განცხადებას ავრცელებს და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას მიერ გადაცემაში „ანალიტიკა“ გამოთქმულ მოსაზრებას პასუხობს, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეგულირებას ეხებოდა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით და საქართველოს ეროვნული ბანკის ავტორობით პარლამენტში განსახილველად შეტანილია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში, „თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონში, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს. „არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაცია“ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს სთხოვს შეაჩეროს ჩამოთვლილ კანონებში ცვლილებების ინიცირება, რათა მათი განხილვა და შეთანხმება მოხდეს საჯაროდ იმ სუბიექტებთან ერთად რომელზეც ვრცელდება აღნიშნული ცვლილებები.

"ასოციაცია მისი წევრების სახელით ხედავს რამოდენიმე საფრთხეს, როგორც, კონკრეტულად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საკრედიტო კავშირების მომავალი განვითარებისათვის, ისე, ზოგადად არასაბანკო ფინანსური ბაზრის კონკურენტუნრიანობის შენარჩუნებაში და ამ ბაზარზე ეთიკური და კორპორატიული სტანდარტების ჩამოყალიბების საქმეში.

ასოციაცია მიიჩნევს, რომ საკუთარი კაპიტალის გაოთხმაგებით, საზედამხედველო კაპიტალის მცნების შემოღებითა და მოსაკრებლების ოდენობის გაზრდით არასაბანკო და კერძოდ მიკროსაფინანსო სექტორში მოხდება ძირეული ცვლილებები, მასში წარმოდგენილი ორგანიზაციები იძულებულნი იქნებიან გააუქმონ ეროვნულ ბანკში რეგისტრაცია და საქმიანობა გააგრძელონ არარეგულირებულ ბაზარზე, რაც საფრთხეს შეუქმნის, მომხმარებლის უფლებების დაცვას, გაზრდის აღურიცხავი გარიგებების წილს, ბიუჯეტში სექტორიდან შემავალი გადასახადების კლებას, გაზრდის კრიმინალსა და მსესხებლების ვალაუვალობას. გაიზრდება ჩრდილოვანი სექტორი, რომელშიც გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ურთიერთობები იქნება რეგულაციის მიღმა, რაც გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ბოლოდროინდელი რეგულაციების უგულვებელყოფას, როგორც სესხის პროცენტების რეგულირების ისე დედოლარიზაციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებში.

ასოციაცია, მისი წევრების სახელით კიდევ ერთხელ სთხოვს საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკსა და საქართველოს პარლამენტს გადაავადოს კანონის ინიცირება და განხილვა, რათა შეჯერებულ იქნას ყველა მხარის ინტერესი, რათა თავიდან ავიცილოთ არასაბანკო ფინანსური ბაზრის მარგინალიზაცია და დაშლა", - განმარტავენ ასოციაციაში.