მას შემდეგ, რაც ეროვნულმა საფეხბურთო ლიგამ ახალი მედია უფლებების კონტრაქტი გააფორმა თითოეული კლუბის საშუალო შემოსავალი 380 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. შეთანხმებამ ისეთ პლატფორმებთან, როგორებიც CBS, NBC, ESPN, Fox, Youtube არიან ლიგას 2033 წლამდე 125,5 მილიარდ დოლარს გადაუხდიან. 32 გუნდიდან თითოეულის მინიმალური ღირებულება 4 მილიარდია, ხოლო საშუალოდ 5,7 მილიარდი დოლარი, რაც 11%-ით გაზრდილი შედეგია 2023 წლის 5,1 მილიარდიან შედეგთან შედარებით.
ამერიკული გამოცემა Forbes-ის მიხედვით 2023 წელს ყველა კლუბი შემოსავლებით მინიმუმ 56 მილიონიან მოგებაზე გავიდა. შედარებისთვის MLB-ში, NBA-სა და MLS-ში მინიმუმ სამ-სამმა გუნდმა იმუშავა წაგებაზე. სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს უმცირეს სხვაობას NFL-ში ყველაზე ძვირად ღირებულ და იაფასიან გუნდებს შორის, მაშინ როდესაც MLB-ში ყველაზე ძვირი გუნდი უიაფესს 7,6-ჯერ აღემატება, NBA-ში 3,2-ჯერ, MLS-ში 3-ჯერ და NHL-ში 5,6-ჯერ.
NFL-ის ყველაზე ძვირად ღირებული კლუბი, რომელიც ამავდროულად ყველა სპორტის სახეობას შორისაც უძვირფასესია, ზედიზედ მე-18 წელია “Dallas Cowboys-ია” 10,1 მილიარდი დოლარით. ჯერი ჯონსის მფლობელობაში მყოფი გუნდი არის პირველი სპორტული ფრენჩაიზი, რომელმაც 10 მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს 1996 წლის შემდეგ სუპერ-ბოული არ მოუგია, მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კლუბ “Los Angeles Ram-თან” 2,5 მილიარდიან სხვაობას ინარჩუნებს, ხოლო ყველაზე იაფასიან “Cincinnati Bengals-თან” 7 მილიარდიანს, რითაც 2,5-ჯერ აღემატება. დალასელებს გასულ სეზონში სასპონსორო შემოსავლებიდან, ბილეთებისა და მერჩების გაყიდვიდან ჯამში 800 მილიონიანი შემოსავალი ჰქონდა, მაშინ როდესაც სხვა დანარჩენი გუნდები 400 მილიონიან ნიშნულსაც კი ვერ გადასცდნენ.
მთლიანობაში NFL-ის 2024 წლის ხუთი ყველაზე ძვირად ღირებული კლუბის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5. New York Jets - 6,9 მილიარდი დოლარი
4. New York Giants - 7,3 მილიარდი დოლარი
3. New England Patriots - 7,4 მილიარდი დოლარი
2. Los Angeles Rams - 7,6 მილიარდი დოლარი
1. Dallas Cowboys - 10,1 მილიარდი დოლარი