ამერიკული გამოცემა ფორბსის მიხედვით NFL-ის ათი უმდიდრესი მოთამაშის საერთო ანაზღაურება 2025 წელს დაახლოებით 571 მილიონ დოლარს შეადგენს, საიდანაც $78 მილიონი “კანზას სიტი ჩიფსის” ქუოთერბექ პატრიკ მაჰოუმსზე მოდის.
“დალას ქოუბოისთან” მძიმე ზაფხულის შემდეგ, რომელიც აგვისტოში “გრინ ბეი პეიკერსში” გრანდიოზული ტრანსფერით დასრულდა, მიკა პარსონსმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელმაც NFL-ში არაქუოთერბეკის პოზიციისთვის რეკორდები დაამყარა: საერთო ღირებულება – $188 მილიონი, საშუალო წლიური ღირებულება – $47 მილიონი და გარანტირებული თანხა – $136 მილიონი.
ეს ფაქტი მნიშვნელოვანია ვინაიდან, ამერიკულ ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი პოზიცია კვლავაც ქუოთერბექია, რომლებიც რეიტინგის ტოპ ათეულიდან რვა ადგილს იკავებენ. ეს ტენდენცია უკვე ოთხი წელია გრძელდება. პარსონსი მთლიან რეიტინგში მე-6 ადგილზეა და 2025 წლის ლიგის სეზონში მისმა მოსალოდნელმა შემოსავალმა $48.2 მილიონს მიაღწია.
ტრევის კელსი, რომელიც დღეს უფრო ცნობილია, როგორც ტეილორ სვიფტის საქმრო, “კანსას სითი ჩიფსის” თაიტ ენდის პოზიციაზე ირჯება და ერთადერთი სხვა არაქუოტერბექია, ვინც ტოპ ათეულში მოხვდა. მისი წლიური შემოსავალი $47.3 მილიონს შეადგენს და მე-8 ადგილს იკავებს.
რეიტინგის სათავეში წელს პირველად აღმოჩნდა პატრიკ მაჰოუმსი, რომლის შემოსავალი $78 მილიონს აღწევს. ის და კელსი NFL-ის ვარსკვლავებს შორის მოედანს გარეთაც აშკარად ლიდერობენ: მაჰოუმსი სარეკლამო კონტრაქტებიდან $28 მილიონს იღებს, კელსი კი $30 მილიონს, რომლის დიდი ნაწილიც თავის პოპულარულ პოდკასტ New Heights მოაქვს. ეს ორი თანაგუნდელი მალე კანზასში ერთობლივ რესტორანსაც გახსნის – სტეიკჰაუსს სახელად 1587 Prime, მათი სათამაშო ნომრების კომბინაციით.
NFL-ის 2025 წლის ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი NFL-ის მოთამაშე ერთად $571 მილიონს გამოიმუშავებს, რაც 18%-ით ნაკლებია გასული წლის რეკორდულ $693 მილიონთან შედარებით, თუმცა მაინც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია Forbes-ის 16-წლიანი რეიტინგის ისტორიაში და მნიშვნელოვნად აჭარბებს 2023 წლის $508 მილიონს. შემცირების დიდი ნაწილი უკავშირდება იმას, რომ ოთხი ქუოთერბექი გასულ წელს $80 მილიონზე მეტს იღებდა, ხოლო წელს მაჰოუმსს ჯოშ ალენი და ჯასტინ ჰერბერტი მოჰყვებიან. მიუხედავად ამისა, ტოპ ათეულის ქვედა ზღვარი უცვლელია $47 მილიონი, რაც 2021 წელთან შედარებით 53%-ითაა გაზრდილი.
რადგან რეიტინგი ძირითადად ქუოთერბექებზეა ორიენტირებული, ნაკლებად ჩანს სხვა პოზიციების ხელფასების ზრდა. თუმცა 2025 წლის ზაფხულში რეკორდული კონტრაქტები გაფორმდა პრაქტიკულად ყველა პოზიციაზე. მთლიანობაში, Spotrac-ის მონაცემებით, წელს NFL-ში ახალი კონტრაქტების საერთო მოცულობამ $26.8 მილიარდს მიაღწია, ხოლო ხელფასების ლიმიტი $23.8 მილიონით გაიზარდა და $279.2 მილიონს შეადგენს.
მთლიანობაში კი 2025 წლის ხუთი ყველაზე შემოსავლიანი NFL-ის მოთამაშის რეიტინგი ასეთია:
5. ტუა ტაგოვაილოა - $54,3 მილიონი
კლუბი: “მაიამი დოლფინსი”
4.დაკ პრესკოტი - $57,8 მილიონი
კლუბი: “დალას ქოუბოისი”
3. ჯასტინ ჰერბერტი - $71 მილიონი
კლუბი: “ლოს-ანჯელეს ჩარჯერსი”
2. ჯოშ ალენი - $73 მილიონი
კლუბი: “ბუფალო ბილსი”
1.პატრიკ მაჰოუმსი - $78 მილიონი
კლუბი: “კანზას სიტი ჩიფსი”




























