მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NGO-ები ან ახალგაზრდები კი არ გეგმავენ რევოლუციას, არამედ მმართველი პარტია - როთი კალაძეს პასუხობს

მაიკლ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს რევოლუციას არასამთავრობოები ან ახალგაზრდები კი არა, „ქართული ოცნება“ გეგმავს. მისივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაა.

„მერო კალაძე, აშკარად რაღაც არასწორად გაიგეთ: არასამთავრობო ორგანიზაციები ან საქართველოს ახალგაზრდა თაობა კი არ გეგმავს რევოლუციას, არამედ თქვენი ქვეყნის მმართველი პარტია. საქართველოს მომავალი თავისუფალი ევროპაა და არა ავტორიტარიზმი!“,- წერს როთი სოციალურ ქსელში და კახა კალაძის განცხადებას აზიარებს, სადაც დედაქალაქის მერი ამბობს, რომ: „მტრობაა ის, როდესაც დასავლეთი აფინანსებს რევოლუციურ სცენარს. თუ დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პირდაპირ არის მცდელობა რევოლუციის მოწყობის.“

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები