"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ NGO-ების დაფინანსება თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მოყვანას ხმარდება.
როგორც ივანიშვილმა პარლამენტის წინ, საერთო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება.
"NGO-ების დაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში, თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებას და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან და პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს. დღევანდელი საქართველოს არაა არც შევარდნაძის დროინდელი საქართველო და არც იანუკოვიჩის უკრაინა. დღეს საქართველოს მართავს ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის ფასი. შესაბამისად, ურეიტინგო ნაციონალებისა და NGO-ების ხელით ხელისუფლების შეცვლა დღევანდელ საქართველოში შეუძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სიფხიზლე უნდა დავკარგოთ და საქართველოს სუვერენიტეტისთვის გრძელვადიანი გარანტიის შექმნაზე არ უნდა ვიზრუნოთ. სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ",- განაცხადა ივანიშვილმა.