მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

NGT - BAG-ის ახალი წევრი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, კიდევ ერთი მსხვილი და ტექნოლოგიური ლიდერი კომპანია შეუერთდა. ენ ჯი თი ჯგუფი, რომელიც უკვე 19 წელია ქართულ ბაზარზე ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებების მთავარი პროვაიდერია, ოფიციალურად გახდა BAG-ის წევრი. NGT დღეს 25-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს და ისეთ ცნობილ მიმართულებებს აერთიანებს, როგორიცაა სიგნიფაი, ელვარე, დოქტრა და სხვა. კომპანიის პორტფელში 1000-ზე მეტი წარმატებული პროექტია, საქმიან დილაში მეტს მოვიკითხავთ ენ ჯი თი ჯგუფზე და პარტნიორობაზე ბიზნეს ასოციაციასთან.

სტუმრები: ლევან ვეფხვაძე - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, აღმასრულებელი დირექტორი;

დავით ხოსიაშვილი - NGT, თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი;

ზვიად წოწკოლაური - SIgnify-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები