მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

NHL-ის 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშეების რეიტინგი

ჰოკეი 2024 წელი ყველაზე შემოსავლიანი მოთამაშეები

ჰოკეის ეროვნულ ლიგაში 2024 წელს ათმა ყველაზე შემოსავლიანმა მოთამაშემ 156 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს თანხა მცირედით ჩამორჩება 2019/20 წლების მაჩვენებელს, როცა რიცხვმა 159 მილიონი შეადგინა.

ეს ყველაფერი ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ ჰოკეი მოთამაშეებს სთავაზობს ლიმიტირებულ სასპონსორო შეთავაზებებს, სხვა სპორტის სახეობებისგან განსხვავებით. თითზე ჩამოსათვლელია იმ ჰოკეისტების სახელები, ვინც მოედანს მიღმა მილიონობით დოლარს იღებს.

ეს მაჩვენებელი აშშ-ს სხვა უმსხვილეს ლიგებს MLB-ის, NBA-ისა და NFL-ს, რომ შევადაროთ საშუალოდ თითოეული მოთამაშე 35 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. მაგალითისთვის NBA-ის 2023/24 წლის ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით ათმა ყველაზე შემოსავლიანმა მოთამაშემ საკალათბურთო პარკეტს მიღმა ჯამში 291 მილიონი დოლარი მიიღო.

ჰოკეის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლიგა სულ მალე ფოკუსირებას ახალგაზრდა მოთამაშეებზე მოახდენს და მარკეტინგული შემოსავლები მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამჟამად NHL-ის წლიური შემოსავალი 6,3 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

პირველად ისტორიაში ჰოკეის ჰყავს მოთამაშე, რომლის შემოსავალიც 20 მილიონ დოლარს აჭარბებს. “Toronto Mapple Leafs-ის” ცენტრი ოსტონ მეთიუზი ხელფასის სახით 16,7 მილიონს იღებს, ხოლო მისი სარეკლამო შემოსავლები 5 მილიონ დოლარამდე ადის.

ჰოკეიში ანაზღაურების ზრდა სხვა ლიგებისგან განსხვავებით მკვეთრად შენელებულია. MLB-ში, NBA-სა და NFL-ში უკანასკნელ დეკადაში 120%-ით გაიზარდა, რაც მინიმუმ 55 მილიონი დოლარია.

წლევანდელ რეიტინგში პირველ ადგილზე სწორედ ოსტონ მეთიუზია 21,7 მილიონი დოლარით, ხოლო მეორე ადგილს ნათან მაკკინონი იკავებს, რომელმაც “Colorado Avalanche-სთან” 100,8 მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა და წლიურად 19,5 მილიონს გამოიმუშავებს.

მესამე თანასაზიარო ადგილზე კი “Edmonton Oilers-ის” კონორ მაკდევიდი და “Washington Capitals-ის” ალექს ოვეჩკინი არიან 16-16 მილიონი ევროთი. მაკდევიდი მომავალ წელს 5 წლიან 96 მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი შემოსავალი მხოლოდ ყინულის მოედნიდან 19 მილიონი იქნება.

რაც შეეხება 39 წლის ოვეჩკინს, მას კონტრაქტით გათვალისწინებული 2 წელი დარჩა და მხოლოდ 41 შაიბა აშორებს ლეგენდარული უეინ გრეცკის რეკორდამდე, რომელმაც კარიერაში 894-ჯერ შეარხია მეტოქის ბადე.

NFL-ის 2024 წლის 5 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეისტის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

5. ელიას პეტტერსონი - 14,8 მილიონი დოლარი
კლუბი: “Vancouver Canucks”

3(თანასაზიარო). ალექს ოვეჩკინი - 16 მილიონი დოლარი
კლუბი: “Washington Capitals”

3(თანასაზიარო). კონორ მაკდევიდი - 16 მილიონი დოლარი
კლუბი: “Edmonton Oilers”

2. ნათან მაქკინონი - 19,5 მილიონი დოლარი

კლუბი: “Colorado Avalanche”

1. აუსტონ მეთიუზი - 21,7 მილიონი დოლარი

კლუბი: “Toronto Mapple Leafs”

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები