ტორონტო მეიპლ ლიფსის კაპიტანი ოსტონ მეთიუესი მეორე წელია ზედიზედ NHL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე ხდება, მისმა წლიურმა შემოსავალმა, სათამაშო კონტრაქტიდან, რეკლამებიდან და სხვა ბიზნესებიდან, 2025-26 წლების სეზონში 20.2 მილიონ დოლარს მიაღწია.
2024-25 წლების სეზონში მისი შემოსავალი 21.7 მილიონი დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ 28 წლის ცენტრ ფორვარდს ეკუთვნის ორი სეზონი NHL-ის ისტორიაში, როდესაც მოთამაშემ 20 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში Forbes-ის რეიტინგში უპრეცედენტოა.
მეთიუსმა კვლავ შეძლო 20 მილიონიან ზღვარზე შენარჩუნება, ხოლო კოლორადო ეველანშის ცენტრმა ნეიტან მაკინონი მას ოდნავ ჩამორჩა 19.1 მილიონი დოლარით, რაც მას მეორე ადგილზე აყენებს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ლიგა, რამდენიმე წლიანი სტაგნაციის შემდეგ, ხელფასების ზრდის ახალ ტალღას განიცდის.
თუმცა, როგორც ჩანს, მეთიუსის ლიდერობა ხანმოკლე იქნება. მომავალი სეზონისთვის მისი ხელფასი 15.2 მილიონიდან 11.1 მილიონ დოლარამდე მცირდება (2026-27 წლებში), და დიდი ალბათობით, მას გადაასწრებს მინესოტა უაილდის მარცხენა ფორვარდი კირილ კაპრიზოვი, რომელმაც გასულ კვირას გააფორმა რვაწლიანი, 136 მილიონ დოლარიანი კონტრაქტი - NHL-ის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ხელშეკრულება საერთო ღირებულებით.
ამ ხელშეკრულების საშუალო წლიური ანაზღაურება 17 მილიონი დოლარია, რაც ლიგის რეკორდია სახელფასო ლიმიტის ეპოქაში. კაპრიზოვის კონტრაქტი ფრონტლოდური სტრუქტურისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი გარიგების ამოქმედების შემდეგ, იგი მომდევნო სეზონში 19.1 მილიონ დოლარს მიიღებს ხელფასისა და ბონუსების სახით. ბევრ ადამიანს NHL-ში იმედი ჰქონდა, რომ კაპრიზოვსაც კი გადაუსწრებდა კონორ მაკდევიდი, რომელიც სამჯერ დაჯილდოვდა ლიგის MVP-ით და უკვე ოთხჯერ ყოფილა NHL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე.
28 წლის მაკდევიდს ამ სეზონში ამოეწურა რვაწლიანი, 100 მილიონი დოლარიანი კონტრაქტი, რომელიც 2017 წელს გააფორმა და ბევრიც ელოდა, რომ ის ახალ კონტრაქტს გააფორმებდა წლიურად დაახლოებით 20 მილიონ დოლარზე, რაც მთლიანად შეცვლიდა ბაზრის სტანდარტებს.
თუმცა, მაკდევიდმა ოილერსთან მხოლოდ ორ წლიანი, 25 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა, იგივე საშუალო წლიური ღირებულებით, რაც მის წინა ხელშეკრულებას ჰქონდა.
მაკდევიდმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ჩემპიონობაა, და ახალი კონტრაქტი გუნდს მეტ ფინანსურ მოქნილობას აძლევს შემადგენლობის გაძლიერებისთვის. მიუხედავად ამისა, ბევრისთვის იმედგაცრუებაა, რომ ასეთი გამორჩეული მოთამაშე ვერ გახდა ახალი სახელფასო სტანდარტების გამფორმებელი, რაც ლიგის 2004-05 წლების ლოქაუტის შემდეგ დაწესებული სახელფასო სისტემის შედეგია.
NHL-ის სახელფასო ლიმიტი სხვა ლიგებთან შედარებით კიდევ უფრო მკაცრია: არც ერთ მოთამაშეს არ შეუძლია თავისი გუნდის საერთო ბიუჯეტის 20%-ზე მეტი დაიკავოს, მაშინ როცა NBA-ში ეს ზღვარი 35%-ია, ხოლო MLB-სა და NFL-ში საერთოდ არ არსებობს შეზღუდვა.
ამავდროულად, NHL-ის შემოსავლები უფრო ნელა იზრდებოდა, ვიდრე სხვა ჩრდილოეთ ამერიკული სპორტული ლიგების. ბოლო ათ წელიწადში ხელფასების ლიმიტი მხოლოდ 34%-ით გაიზარდა, მაშინ როცა NBA-ში - 121%-ით. შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ NHL-ის წამყვანი მოთამაშეების ანაზღაურება ათი წლის წინანდელ ლიდერზე 18%-ით მეტია, NBA-ის წამყვანი მოთამაშის ხელფასი ამავე პერიოდში 138%-ით გაიზარდა.
Spotrac-ის მონაცემებით, ამ სეზონში მეთიუზზე მაღალი ანაზღაურება ექნება 107 კალათბურთელს, 144 ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს და 85 MLB-ის ბეისბოლისტს. თუმცა, საერთო ტენდენცია NHL-ში გაუმჯობესებისკენ მიდის. შემოსავლების ზრდამ და გუნდების ღირებულების მატებამ გამოიწვია სახელფასო ლიმიტის 7.5 მილიონი დოლარით (ანუ 9%-ით) ზრდა გასულ სეზონთან შედარებით — რაც ლიგის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთწლიანი მატებაა. პროგნოზებით, ლიმიტი კიდევ გაიზრდება 8.5 მილიონით 2026-27 წლებში და 9.5 მილიონით 2027-28 წლებში. იმ სეზონში გუნდებს მინიმალური ბიუჯეტი უკვე 83.9 მილიონ დოლარზე მეტი ექნებათ, რაც 2023-24 წლების მაქსიმუმს აჭარბებს.
ახალ რეალობაში, NHL-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათი მოთამაშე ჯამურად გამოიმუშავებს დაახლოებით 167 მილიონ დოლარს (თამაშით, რეკლამებითა და სხვა საქმიანობით), რაც 8%-ით მეტია გასული წლის რეკორდულ 156 მილიონთან შედარებით. ამ წელს ასევე დამყარდა რეკორდი — ათეულში შესულ მოთამაშეთა საერთო არასათამაშო შემოსავალი 27 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს ციფრი, რა თქმა უნდა, ბევრად ჩამოუვარდება NBA-ის ტოპ ათეულის გასული წლის 293 მილიონ დოლარს, მაგრამ მაინც მიუთითებს NHL-ის პოზიტიურ ტენდენციაზე. ლიდერებს შორის არიან კონორ მაკდევიდი (6.5 მილიონი), სიდნი კროსბი (5.5 მილიონი) და ოსტონ მეთიუესი (5 მილიონი).




























