მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიცაში შონ კონერის მდიდრული ვილა იყიდება – ფასი 30 მლნ ევროა

5ee0e87da7bc4
ნათია თაქთაქიშვილი
10.06.20 21:15
2281
ნიცაში გასაყიდად გამოიტანეს მდიდრული ვილა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავ შონ კონერს ეკუთვნის. უძრავი ქონება 30 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

ვილის ფართობი 1,000 კვადრატული მეტრია. სახლი 5,000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზეა განთავსებული.

მდიდრულ სახლს აქვს 8 საძინებელი, სპა და სპორტული დარბაზი, ასევე აუზი ეზოში და სათავსო, სადაც ჭურჭელი ინახება.

როგორც გამოცემა წერს, ვილის ინტერიერი არტ-დეკოს სტილშია შესრულებული. აღსანიშნავია, რომ ვილაში დამონტაჟებულია ლიფტი, რომელსაც აქვს ლითონის კორპუსი და მისი ინტერიერი ყვავილებითაა გაფორმებული.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები