მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ნიდერლანდებიდან იმპორტირებული 28,000 კგ. ქათმის გაყინული ხორცი უკან გააბრუნეს

5d4ad377c1646
თელარა გელანტია
07.08.19 17:33
592
ფოთში ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის იფორმაციით, 6 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28,000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, სალმონელა გამოვლინდა.

აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები